saqarTvelos mdinareebi - okace
ტერიტორიული ერთეულები | ხონის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ასხის მასივი |
სიგრძე | 14 კმ |
მდინარე ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა შენაკადი. მოედინება ასხის მასივიდან. სოფელ ზედა გორდის მიდამოებში ოკაცე აჩენს 16 კილომეტრის სიგრძის კანიონს.
ოკაცეს წყალვარდნილების კასკადი
ოკაცეს წყალვარდნილების კასკადი. იმერეთში ყველაზე მაღალ წყალვარდნილს კი მდინარე ცხენისწყალის შენაკადი ოკაცე ქმნის. ეს 70 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერია, რომელიც კინჩხის ტაფობში ეშვება და გორდის ვიწრო კანიონის ფსკერზე გავლით, სოფელ გელავერის ახლოს მდინარე ცხენისწყალს უერთდება. აქ წყალს ქანები აქვს გაჭრილი და ჩასაწოლ აბაზანებს აკეთებს. ალაგ-ალაგ ოკაცე პატრა ტბებს ქმნის, სადაც შეგიძლიათ იბანაოთ. სოფელ გორდის ტერიტორიაზე კი თუ მდინარეს ქვევით უფრო ღრმად ჩაჰყვებით, 2-5 მ სიგანის კლდოვან მასივში (კანიონში) აღმოჩნდებით, სადაც შუა აგვისტოიც კი სიცივისგან აგაკანკალებთ. ოკაცეს კანიონი 2 კილომეტრზეა გაჭიმული და ბუნების შედევრადაა მიჩნეული. როგორც წიგნში `გორდა” ალექსანდრე ფაილოძე ამბობს, სამეგრელოს სამთავროში მეფის რუსეთის წარმომაგდენელი კ.ბოროზდინი მოჯადოებული იყო ოკაცეს ჩანჩქერების სილამაზით. არსებობს მისი ჩანაწერი: `200 საჟენი კლდიდან გადმოქუხს მდინარე ოკაცე. შვეიცარიაში რომ ასეთი რამ გამოჩნდება, უმალვე სანატორიუმები აივსება ტურისტების ფულებით, კავკასია კი ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავს თავის მშვენებას~-ო /ბელა ჩეკურიშვილი/.
ოკაცეს წყალვარდნილები და მისი მიმდებარე ულამაზესი ადგილები საყვარელ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. აქ უმეტესედ შეხვდებით ხონის რაიონიდან და ქუთაისიდან ამოსულ ხალხს. ხშირსდ იმართება პიკნიკები სადაც სიამოვნეებით მიირთმევენ “ჭყუნტის” (ადგილობრივი ველური მსხლის) არაყს.